მოსკოვში პენსიონერი ქალი კბილის ამოღების შემდეგ გარდაიცვალა

მოსკოვში მოხუცი ქალბატონი სტომატოლოგთან ვიზიტის დროს გარდაიცვალა. „რეგნუმის“ ინფორმაციით, მან ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გაკეთების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო თავი.
ინციდენტი მიჩურინის გამზირზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მოხდა. ქალმა სტომატოლოგს თხოვნით მიმართა, მისთვის კბილი ამოეღო. ექიმმა გამაყუჩებელი გაუკეთა და კბილის ამოღება დაიწყო. ოპერაციის დროს ქალმა თავი ცუდად იგრძნო და „სასწრაფოს“ გამოძახება ითხოვა. თუმცა ის მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა. მიმდინარეობს ამ ფაქტის შემოწმება, ქალბატონის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები