ჯოხარ ცარნაევს ოფიციალურად გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი

ბოსტონის სასამართლომ ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი ოფიცილურად გამოუტანა. ცარნაევს 2013 წელს ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობა ედება ბრალად. განაჩენი ფედერალურმა მსაჯულმა ჯორჯ ო’ტულმა წაიკითხა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები თქვენს სახელს წარმოთქვამენ, ისინი იმ ბოროტებას გაიხსენებენ, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ. ისინი გაიხსენებენ, რომ თქვენ შეგნებულად მოკალით და დაასახიჩრეთ მშვიდობიანი ადამიანები. სასამართლოს განაჩენია სიკვდილით დასჯა“, – მიმართა ო’ტულმა ცარნაევს.
განაჩენამდე სასამართლო სხდომაზე ტერაქტის შედეგად 30-ზე მეტი დაზარალებული გამოვიდა. ისინი მოყვნენ, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ამ ტრაგედიის შემდეგ. გამომსვლელთა უმეტესობა ამბობდა, რომ ცარნაევი უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. თავად ცარნაევმა პროცესზე ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა. მანამდე ის მსგავსი განცხადებებისგან თავს იკავებდა. ექსპერტების აზრით, ეს ფაქტი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები