სააკაშვილის თქმით, ოდესის გუბერნატორად დანიშვნამდე მან 200-ათასიან სამსახურზე უარი თქვა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ პოსტზე დანიშვნამდე მას ამერიკულ ინსტიტუტში სამსახური შესთავაზეს, სადაც ხელფასი თითქმის 200 ათას დოლარს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„ჩემი ხელფასი ლიდერობის ახალ საერთაშორისო ინსტიტუტში (New International Leadership Institute) 200 ათას დოლარს შეადგენდა. ამას კიდევ ემატებოდა ლექციების და საჯარო გამოსვლების ჰონორარები. მე და ჩემი მეგობრები სახელმწიფო სამსახურში ფულის გულისთვის არ მივსულვართ, საზოგადოების სამსახურში ყოფნა ყოველთვის ფულზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ჩინოვნიკების ხელფასი კორუფციის დამარცხების პარალელურად გაიზრდება. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად ოდესის გუბერნატორმა შემოსავლების შესახებ ცნობის ასლი წარადგინა, სადაც მითითებულია, რომ სააკაშვილი 1-ლი მაისიდან ლიდერობის ახალ საერთაშორისო ინსტიტუტში მუშაობს და წლიური შემოსავალი იქ 198 ათას დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები