ნიგერიაში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში რამდენიმე სოფელზე „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. თავდასხმაში ეჭვმიტანილია დაჯგუფება „ბოკო ხარამი“, თუმცა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია. „ბოკო ხარამი“ – ნიგერიაში მოქმედი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ გამოდის და მთელ ქვეყანაში შარიათის დაწესებას მოითხოვს. 2009 წლიდან, ამ დაჯგუფების გააქტიურების დროიდან, ტერაქტების შედეგად 13 ათასი ადამიანია დაღუპული.