„ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკებმა“ ინტერნეტში სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდის ამსახველი კადრები გამოაქვეყნეს. ასე, მაგალითად, ხუთი მამაკაცი ისლამისტებმა გალიაში ჩასვეს და ამწის მეშვეობით წყალში ჩაუშვეს. რამდენიმე წუთში გალია წყლიდან ამოიღეს, რომელშიც ყველა დახოცილი იყო. ასევე სხვა ფოტოებზე, რომლებიც ისლამისტებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს, ასახულია, როგორ ჩასვეს მათ ტყვეები ავტომანქანაში და მას ყუმბარმტყორცნი ესროლეს.