„ცისფერი ტრიო“ – მხატვრულ-დოკუმენტური კინო -ჩანახატისა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 21:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში „ცისფერი ტრიოს“ მხატვრულ-დოკუმენტური კინო – ჩანახატისა და სამდისკიანი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ფილმი და ალბომი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მხატვრულ-დოკუმენტური კინო – ჩანახატი, რომელიც „ცისფერი ტრიოს“ 43-წლიან შემოქმედებას ეძღვნება, არტვიზიონის გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო. ფილმში შესულია „ცისფერი ტრიოს“ შემოქმედების ამსახველი, ფართო საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი კადრები, სიმღერები, ვიდეორგოლები. სპეციალურად ამ ფილმისთვის მომზადდა მსმენელისთვის საყვარელი სიმღერების ანიმაციური კლიპები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ასევე, ტრიოს სამდისკიანი ალბომი, რომელშიც სრულადაა თავმოყრილი „ცისფერი ტრიოს“ უნიკალური, მრავალწლიანი შემოქმედება. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტრო და „თი-ბი-სი ბანკი“.