ომსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ომსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ომსკის შინაგან საქმეთა რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა. „ორი ავტომობილი – „ლადა გრანტა“ და „ტოიოტა მარკი“ ერთმანეთს შეეჯახა. ხუთი ადამიანი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარადიცვალა, ხოლო ორი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
ავარიის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა ვინაობის დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები