პარიზში ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზე შეთანხმდნენ

„ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების (უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ დონბასში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, 26 ივნისამდე ტანკების და სხვა მძიმე შეიარაღების გაყვანის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც პარიზში, 23 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზე იყო მიღებული.
დოკუმენტში საუბარია დასახლებული პუნქტის შიროკინოს დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე, რომელიც დაპირისპირების ხაზის უფრო ფართო დემილიტარიზაციის დასაწყისი უნდა იყოს. ასევე შეხვედრის მონაწილეები ყველა მხარეს მოუწოდებენ ეუთოს და „წითელ ჯვარს“ კონფლიქტის ზონაში ნორმალურ მუშაობაში ხელი შეუწყონ.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე შეთანხმება იყო მიღწეული, მათ შორის ბოლოს – მინსკში, თუმცა ყოველ ჯერზე გარკვეული დროის შემდეგ დონბასში საბრძოლო მოქმედებების განახლება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები