24 ივნისი

10:30
“დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, (სპეციალური ექსპედიციის წევრი, რომელიც სტიქიის შემდეგ შეიქმნა) ლაშა სუხიშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რამ გამოიწვია სტიქია, რა უნდა გაკეთდეს სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად, რა დაადგინა ახალდაბა-კოჯორი-ბეთანიიდან დაბრუნებულმა ექსპედიციამ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.

11:00
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რისთვის იზრდება თბილისის ბიუჯეტი 44 მილიონი ლარით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.

11:00
“პირველ პრესკლუბში” არასათავრობო ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პარლამენტში განსახილველი შს სამინისტროს რეფორმა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე ახალი კვლევის შედეგების შესახებ განცხადებას გააკეთებს, რომელიც იმ პარლამენტართა “ლუსტრაციას” ეხება, რომლებმაც ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება განაპირობა მხარი დაუჭირეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 598 75 77 01;
11:30
სასაჯელაღსრულების სამინისტროსთან, “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” აქციას მოთხოვნით: “იზრუნე პატიმარზე” გამართავს.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმართვა უზენაესს სასამართლოს, მოსამართლეთა სია, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ “ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ პირველ ეტაპს გამართავს. თემა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სისტემა და ამ მიმართულებით ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის როლი და მნიშვნელობა. მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქუჩა #106. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
E1
14:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას შეხვდებიან. შეხვედრის მიზანს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს. მისამართი: თავისუფლების №2
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, საკრებულოში ქართველ 20-წლამდე რაგბის ნაკრების წევრებისა და მთავარი მწვრთნელის მიღება გაიმართება. მიღებაზე „ალაფა 2015-ის“ ფინალურ მატჩში გამარჯვებულ მორაგბეებს სიგელები გადაეცემათ. მისამართი: თავისუფლების № 2 ,დიმიტრი ყიფიანის სახელობის საკრებულოს სხდომათა დარბაზი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები