Comedy Fest – 2015-ის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
გორის „კომედიის ფესტივალი“ გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში წელს მეორედ გაიმართა. ფესტივალი 8 ივნისს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლით „მთვრალი ალუბალი“ გაიხსნა და 21 ივნისს საზეიმოდ დაიხურა.
2015 წლის ფესტივალის ჟიურის მიერ გაცემული დიპლომები ასე გადანაწილდა: საუკეთესო დრამატურგი – მიხეილ თუმანიშილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული თეატრი – ნინო მირზიაშვილი პიესისათვის „მაცეკვე ტანგო“;
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის როლი – გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლში „მუსუსი“ კატოს როლის შესრულებისთვის მსახიობი მარი არღუთაშვილი;
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი კაცის როლი – რკინის თეატრის სპექტაკლში „სულ სხვა ოპერა“ ცელია პიჩემის როლის შესრულებისთვის მსახიობი ნოდარ სიმსივე;
საუკეთესო მსახიობი ქალის როლი – მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლში „აივანი“ – ფერმონიას როლის შესრულებისთვის, მსახიობი ლია სულუაშვილი;
საუკეთესო მსახიობი კაცის როლი- ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ დათო როინიშვილი როლისთვის ჟოზეფინა და ზვიად სვანაძე როლისთვის დაფნა;
საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „მილიონრები“, რეჟისორი დავით საყვარელიძე;
გრან-პრი საუკეთესო კომედიური სპექტაკლი – მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი „მაცეკვე ტანგო“, რეჟისორი მამუკა ტყემალაძე;
კომედიის ფესტივალის დამფუძნებლის „საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდის „RegArt“-ის სპეციალური პრიზი;
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი „კრიმანჭული“, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ამირან შალიკაშვილი;
საუკეთესო სცენოგრაფია – გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი „მუსუსი“ მხატვარი თამარ ჭავჭანიძე;
გორის მუნიციპალიტეტის მერიის რჩეული სპექტაკლი – თავისუფალი თეატრი „ვალსი ძილის წინ“, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.
ფესტივალი ჩატარდა გორის მერის პატრონაჟით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო, დრამატული თეატრი. „ლიბერთი ბანკი“, ჯგუფი „ედვაიზი“ და „ბიზარტი“, ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“. საინფორმაციო მხარდაჭერები: „არტარეა“, რადიო „იმედი“.