საქართველო ვილნიუსის არტ-ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ქართველი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და გალერეა Container-ი მონაწილეობას მიიღებენ ვილნიუსის 2015 წლის თანამედროვე ხელოვნების არტ-ბაზრობაში – ArtVilnius-ი.
თანამედროვე ხელოვნების არტ-ბაზრობა ArtVilnius-ი წელს მეექვსედ იმართება. 2014 წელს მასში მონაწილეობდა 18 ქვეყნის 56 გალერეა, მათ შორის გალერეა Container-ი, რომელმაც არტ ბაზრობაზე საქართველო პირველად წარმოადგინა. ArtVilnius-ი ბალტიისპირეთის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო ბაზრობაა, რომლის ბორდი დაკომპლექტებულია ცნობილი კურატორებისგან და არტისტებისგან. სწორედ მათ მიერ ხდება გალერეების შერჩევაც მსოფლიო მასშტაბით. ArtVilnius-ში გალერეა Container -ის მონაწილეობის მიზანია ქართველი ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არტწრეებისთვის გაცნობა. ბაზრობაზე მონაწილეობა დაეხმარება ქართველ ხელოვანებს დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების სფეროში მოღვაწე კურატორებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან და გალერისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები