ავღანეთში „თალიბების“ მიერ ორი დღის წინ აღებული ქალაქი ისევ სამთავრობო ძალებმა დაიკავეს

ავღანეთის სამთავრობო ძალებმა დასახლება შარ-დარა დაიკავეს, რომელიც ორი დღის წინ „თალიბებმა“ აიღეს. ისლამისტები კუნდუზის აღებას ცდილობდნენ, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის ცენტრალური ქალაქია. „ბოევიკებთან“ საბრძოლველად ავღანეთის ჩრდილოეთიდან დამატებითი ძალები გადაისროლეს. შეტაკების შედეგად „თალიბებმა“ სერიოზული დანაკარგი განიცადეს და ამ რაიონიდან განდევნილები იყვნენ“, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა აბდულა საბურა ნარსატიმ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „თალიბებთან“ ერთად ამ რაიონებში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებიც იბრძვიან. აპრილში „თალიბებმა“ ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის გასვლის შემდეგ იმ რაიონებში, რომლებსაც სამთავრობო ჯარები აკონტროლებენ, მასშტაბური შეტევის შესახებ განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები