რუსეთში მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვები გადარჩნენ

დონის როსტოვში 3 და 5 წლის ორი მცირეწლოვანი გოგონა საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, გოგონები ფანჯრის რაფაზე თამაშობდნენ და მოსკიტების საწინააღმდეგო ბადეს მიეყუდნენ. სწორედ ამ დროს ბადე მოწყდა და ბავშვები ქუჩაში გადაცვივდნენ.
როგორც გაირკვა, ერთი ბავშვი ამ ბინაში ცხოვრობდა, ხოლო მეორე იქ სტუმრად მივიდა. ბავშვები სასწაულად გადარჩნენ. ისინი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები