ხევსურეთში მეწყერი ჩამოწვა

ხევსურეთში ორი სოფლის, არდოტისა და ახალი ხახაბოს დამაკავშირებელ ბილიკზე მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა 2-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი. ამ დროისთვის სოფელ ახალ ხახაბოში 1 ოჯახი ცხოვრობს, ძველ ხახაბოში კი – 1 მწყემსი. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის კობა არაბულის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მეწყერს საფრთხე არ შეუქმნია. “მოსახლეობისთვის მეწყერს საფრთხე არ შეუქმნია. მეწყერი ბილიკზეა ჩასული და, შესაბამისად, სოფელი გარემოს არ მოწყვეტია“, – განაცხადა კობა არაბულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები