ერევანში საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, 237 კი დაკავებულია (ფოტო-ვიდეო)

სომხეთის პოლიციამ ერევნის ცენტრში საპროტექტო მიტინგის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავა. დაშავებულია 7 დემონსტრანტი და 11 პოლიციელი. პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც სომხეთის პოლიციის პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავებულია 237 დემონსტრანტი. საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებდნენ, რომელიც 1-ლი აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს. მისი ორგანიზატორი იყო სამოქალაქო მოძრაობა „არა ძარცვას“. მომიტინგეები ერევანში ბაგრამიანის გამზირზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან ცდილობდნენ მისვლას და სერჟ სარგსიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ. პოლიციამ რამდენჯერმე მოუწოდა დემონსტრანტებს, თავისუფლების მოედანზე დაბრუნებულიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველთა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

11419789_10204176196596755_214007599_n

11637975_10204176196636756_316102669_n

11638044_10204176196316748_71164894_n

11647415_10204176196476752_1999867081_n

11647415_10204176196556754_852214946_n

11647415_10204176196676757_1323594829_n

11650861_10204176196396750_1033742865_n

11650880_10204176196276747_226495167_n

11655322_10204176196356749_55677503_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები