23 ივნისი

09:00
NEW
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:30
NEW
პორტალ “კვირას” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები: „მზის შვილები“, „ქვიშის საათი“, „ჩვენი ბავშვები“ უფლებადამცველ გრიგოლ გაგნიძის წაინააღმდეგ, რომელმაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები არაკორექტულად მოიხსენია, პრესკონფერენციას გამართავენ და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
“პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური და ანალიტიკოსი, პროექტის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 13 ივნისის მოვლენების შემდგომ სახელმწიფოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯები – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
NEW
სოფელ ახალდაბაში, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი, 13-14 ივნისის სტიქიის გამო დაზიანებული სოფელ ახალდაბის საშუალო წნევის გაზსადენზე დასრულებულ სამუშაოებს დაათვალიერებენ.
11:00
NEW
პორტალ “კვირას” პრესკლუბში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქია – დაავადების გავრცელების რისკები, ინფექციები, დაბინძურებული ტერიტორიები; მთის კანონი, რომლის განხილვა პარლამენტში ხმაურით დაიწყო. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
E1
11:00
NEW
“რეპორტიორის“ პრესკლუბში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს. თემა: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, სააკაშვილის საქმე – პროკურატურის განცხადება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, აშშ-ის საგარეო უწყების მოხსენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან და რისკებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
NEW
პორტალ “კვირას” პრესკლუბში თსუ-ს ჰუდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გეოლოგიის დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის დასკვნა ვერეს ხეობასა და სხვა საშიშ ზონებთან დაკავშირებით; რა საფრთხეებზე საუბრობს ექსპედიცია, რომელმაც სტიქიის დღეებში იმუშავა; სად არის გამოსავალი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ – რის გამო ითხოვს „უფლებადამცველთა გაერთიანება“ ყოფილი პრეზიდენტისვის ბრალის დამძიმებას; პროკურატურის განცხადება სააკაშვილის საქმეზე.
12:00
NEW
პორტალ “კვირას” პრესკლუბში “სახალხო ბანკის” დაზარალებული აქციონრების წარმომადგენლები დავით ერისთავი და სოფიო ხორგუანი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის უსაფუძვლო და არარეალური განცხადებები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

12:00
NEW
“რეპორტიორის“ პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უეფას სუპერთასის ბილეთები – „საქართველო შესაძლოა, საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალში გაეხვიოს“
12:30
NEW
“რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, სააკაშვილის საქმე – პროკურატურის განცხადება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
13:00
NEW
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბრიფინგს გამართავს, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებისთვის მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს. მისამართი: ზ.ფალიაშვილის ქ. N59
15:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
16:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები