თეა თუთბერიძე: ეს ვეფხვი გმირია

თეა თუთბერიძე ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს გმირს უწოდებს და სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის.
„თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ვეფხვი, თუკი ის მართლა გარეთ არის, გმირია… ჩვენთვის ძალიან საშიში, მაგრამ გმირი! რატომ?!
ციხეში იჯდა?! იჯდა…
სტიქიას გადაურჩა?! გადაურჩა…
სპეცდანიშნულების რაზმი დასდევს?! დასდევს (ამ დრომდე)…
25 მონადირე ეძებს?! ეძებს (ამ დრომდე)…
თბილისი მოიარა?! მოიარა…
ადამიანს არ შეხებია?! არა! (თუმცა შანსი ექნებოდა უეჭველად)
პოპულარული გახდა?! ზე პოპულარულია…
ჩემი თხოვნა ბიჭებისადმი: კაცობას გაფიცებთ, თუ ოდესმე იპოვეთ, არ მოკლათ მხეცურად! მაქსიმუმი გააკეთეთ, რომ დააძინოთ და ისე დააბრუნოთ ოჯახში, როგორც გმირს ეკადრება“, – წერს თუთბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები