ევროკავშირმა ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ოპერაცია დაიწყო

ევროკავშირის საბჭომ ხმელთაშუა ზღვაში უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ სამხედრო-საზღვაო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ წყაროს ცნობით, ოპერაციის მიზანია „ხმელთაშუა ზღვაში კონტრაბანდისტების და ადამიანებით მოვაჭრეთა ბიზნესმოდელის დანგრევა“.
პირველ ეტაპზე ევროკავშირი ოპერაციაში სამხედრო ხომალდებს და თვითმფრინავებს ხმელთაშუა ზღვაში კონტრანბანდისტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენებს. ამისთვის 5 სამხედრო ხომალდი, ორი წყალქვეშა ნავი, ასაევე თვითმფრინავები, ვერტმფრენები და უპილოტო აპარატები იქნება გამოყენებული.
ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 18 მაისს იყო მიღებული, მას შემდეგ, რაც გემის ჩაძირვის შედეგად ხმელთაშუა ზღვაში 700 ლიბიელი მიგრანტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მთლიანად წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები