მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის ასეთი გაჭირვება ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება
ის, რომ უკრაინა ასეთ გაჭირვებაშია, ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
„უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი მოლდავეთზე ნაკლებია, რომელიც ცოტა ხნის წინ სომხეთზე, ალბანეთზე და კოსოვოზე უფრო ღარიბი იყო. ეს კატასტროფაა. თუ ჩვენ უკრაინის და ამ ქვეყნების რესურსებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ეს ბუნების წესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებობს „ბუნებრივი რესურსები, მოქმედი ინდუსტრია, განათლებული ხალხი და სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც მთელი ევროპის გამოკვება შეუძლიათ“. ოდესის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისთვის უნდა შეიქმნას ქმედუნარიანი სისტემა და შემცირდეს კორუფცია.