აბასთუმანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აბასთუმანში, ზეკარის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა. ავტომობილში მსხდომი 5 ადამიანიდან ორი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი და კიდევ ორი მგზავრი მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები