ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ. ეკონომიკური შეზღუდვები 2016 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ევროკავშირის საგარეო – პოლიტიკური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად მიიღეს.
ევროკავშირმა რუსეთის წინაარმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივლისის ბოლოს ერთი წლით შემოიღო. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტზეც მუშაობენ. ახალი შეზღუდვები პრორუსი სეპარატისტების მიერ ახალი ტერიტორიების დაკავების მცდელობის შემთხვევაში იქნება შემოღებული.