ჰაკერების შეტევის გამო ვარშავის აეროპორტის მუშაობა პარალიზებული იყო
ვარშავის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა კვირას პარალიზებული იყო. მიზეზი – ჰაკერების შეტევა იყო, რის შედეგად მგზავრების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა გაითიშა. ამის გამო ათამდე რეისი გაუქმდა, ხოლო მრავალი რეისი გადაიდო. „მთლიანობაში ეს პრობლემა 1.4. ათას მგზავრს შეეხო. ფრენებს არანაირი საფრთხე არ შეექმნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლონური ავიაკომპანია LOT-ის წარმომადგენელმა ადრიან კუბიცკიმ. ამავე წყაროს ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ ჰაკერების შეტევის შედეგად გამოწვეული პრობლემა მოგვარებული იყო.