პაკისტანში სიცხისგან 120 ადამიანი დაიღუპა

120 ადამიანი გარდაიცვალა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ანომალიური სიცხის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა ჰოსპიტალში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ექიმებს დაწესებულებებიდან გასვლა აუკრძალეს და საავადმყოფოებისთვის მედიკამენტების მიწოდების გაზრდის ბრძანება გასცეს.
კარაჩიში ამ დროისთვის ტემპერატურა 41 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. ექიმები მოსახლეობას ურჩევენ მზეზე დიდხანს არ გაჩერდნენ. მომდევნო დღეებში მეტეოროლოგები სიცხის დაწევას პროგნოზირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები