კიევში, რუსული „სბერბანკის“ ოფისებთან რამდენიმე აფეთქება მოხდა
გასულ ღამეს, კიევში „სბერბანკის“ განყოფილებებთან ორი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კიევის პოდოლსკის რაიონში აფეთქების შედეგად დაზიანდა ბანკის შენობის კედელი და მინები, დარნიცკის რაიონში კი – კარები და აბრა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცველები მომხდარს „ხულიგნობად“ აფასებენ. მიმდინარეობს აფეთქებებთან დაკავშირებული პირების დადგენის და მათი დაკავების ოპერაცია.