22 ივნისი

10:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციის -„აკაკი წერეთელი და მისი ეპოქის“ გახსნას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
11:00
NEW
“რედისონში”, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება, თემაზე: “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა”.
11:30
NEW
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი სალომე გოგლიძე მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს, თემაზე: „რომელი უცხოური კომპანიები არ სარგებლობენ ბრენდის სტატუსით საქართველოში, რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა ასეთი კომპანიების პროდუქციის შესახებ და რამდენად ხდება აღნიშნული კომანიების მხრიდან დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა?“ მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22
12:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ –ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: სახელმწიფო ელექტროსისტემის 10 წლიანი სტრატეგია ინვესტორებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის. მისამართი: წერეთლის #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები