ბერლინში არაბი ჟურნალისტის დაკავებას აპროტესტებენ
ბერლინში ათობით ადამიანი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა, სადაც „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტის დაკავებას აპროტესტებენ.
გერმანიის პოლიციამ შაბათს ახმედ მანსურა ეგვიპტელი ჩინოვნიკების მოთხოვნით დააკავა. არაბულ სამყაროში ის ყველაზე პოპულარულ ტელეკორესპონდენტად ითვლება.
ბი-ბი-სი-ს ცნობით „ალ-ჯაზირამ“თავის თანამშრომლის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.
იურისტის წამებაში ბრალდებით, ეგვიპტის ხელისუფლებამ ჟურნალისტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. . ორშაბათს ჟურნალისტი სასამართლოს წინაშე წარსდგება. კორესპონდენტების ცნობით ორ ქვეყანას შორის დამნაშავეების გადაყვანაზე არ არის თანხმობა მიღებული.