ინდოეთის დედაქალაქში იოგის დღის აღსანიშნავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა
ინდოეთში იოგის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ქვეყნის დედაქალაქ დელის ცენტრში ათასობით პოლიციელი წესრიგს იცავს. წინასწარი ინფორმაციით, რადჟაპტახის პროსპექტზე იოგით დაახლოებით 35 ათასი ადამიანი დაკავდება. მათ შორის იქნებიან ჩინოვნიკები და სტუდენტები. ზეიმზე მიიწვიეს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელიც, რომელმაც უნდა დაადასტუროს იოგას ყველაზე მასშტაბური ვარჯიშის ფაქტი. „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ზეიმის მონაწილეებს მიმართა ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარედრა მოდიმ. სწორედ პრემიერის ინიციატივით, გასული წლის დეკემბერში გაერომ 21 ივნისი იოგას საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ღონისძიებაზე ნარედრა მოდი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ის იოგით დაკავდა. მის მიერ რამდენიმე ხნით ადრე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იოგა ადამიანის შრომისუნარიანობას ზრდის.