შვილის მიერ დაჭრილი ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია

შვილის მიერ დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ “კვირას” რესპუბლიკური საავდამყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ხურციძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქალბატონს გუშივე ჩაუტარდა ოპერაცია, ახლა კი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
ცნობისთვის: თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ 16 წლის შვილმა დედას ბლაგვი საგნით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ ინცინდენტი ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კი ბრალდებულმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ნიკოლოზ ქ-ს უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები