ფილადელფიაში მამაკაცმა 7 ადამიანი დაჭრა
ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 2 ბავშვია, – ამის შესახებ იუწყება “ბი ბი სი”.
ამავე ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში მოხდა, როდესაც ადამიანები “პიკნიკზე” იკრიბებოდნენ.
როგორც ადგილობრივი პოლიციელები აცხადებენ, დამნაშავე ქუჩაში გადაადგილდებოდა და უმისამართოდ ისროდა.