ავსტრიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა
სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიის ქალაქ გრაცში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გამოცემა „Nachrichten“-ის ინფორმაციით, „ჯიპი“ ფეხით მოსიარულეთა ჯგუფს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯიპის“ მძღოლმა ქვეითად მოსიარულეებს მანქანა განზრახ დააჯახა. თვითმხილველთა თქმით, მანამდე ეს მანქანა ქალაქში დიდი სიჩქარით – დაახლოებით 100-150 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მძღოლი დაკავებულია, წინასწარი ინფორმაციით, ის 26 წლის წარმოშობით ბოსნიელი, ავსტრიის მოქალაქეა.