მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყაზახეთის გაწევრიანებას უკრაინა მხარს უჭერს

უკრაინა მხარს უჭერს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყაზახეთის გაწევრიანებას. ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და ყაზახეთის ლიდერს ნურსულთან ნაზარბაევს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად. საუბრის დროს პოროშენკომ ნაზარბაევს უთხრა, რომ უკრაინა მხარს უჭერს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყაზახეთის გაწევრიანებას ადრე მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით. თავის მხრივ, ნურსულთან ნაზარბაევმა პოროშენკოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყაზახეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე ასტანაში პეტრო პოროშენკოს მომავალი ვიზიტის დეტალები.|
ცნობისთვის, ყაზახეთმა უკვე დაასრულა მოლაპარაკება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან და 2015 წლის დეკემბერში, ნაირობიში დაგეგმილ კონეფერცცნიაზე ამ ორგანიზაციის 162-ე წევრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები