თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “მიცუბიშის” და “მერსედესის” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. დაშავდა ორი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები