იემენის დედაქალაქში აფეთქება მოხდა

ასაფეთქებელი მოწყობილობით დანაღმული ავტომობილი აფეთქდა იემენის დედაქალაქ სანაში. როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, ტერორისტული აქტი შიიტი ამბოხებულების ერთ-ერთი შტაბ-ბინის სიახლოვეს მოხდა. „როიტერის“ ცნობით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს შიიტურ მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. იემენში გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ამბოხებულ შიიტებს და ქვეყნის პრეზიდენტ ჰადი აბდ-რაბუ მანსურის მომხრეებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები