პუტინი: რუსეთი ჰააგის სასამართლოს კომპეტენციას არ აღიარებს

რუსეთი ჰააგის სასამართლოს კომპეტენციას არ აღიარებს, ვინაიდან ევროპის ენერგეტიკული ქარტიის მონაწილე არ არის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ამ განხილვას რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია მხოლოდ იმ ქვეყნებზე ვრცელდება, რომლებმაც ევროპის ენერგეტიკულ ქარტიას ხელი მოაწერეს და მისი რატიფიცირება მოახდინეს“, – აღნიშნა პუტინმა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ რუსეთის ქონების დაყადაღებას, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ აქტივების დაყადაღების უკანონობას სასამართლოში დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები