ვიქტორ იუშენკოს აზრით, დასავლეთმა უკრაინას უღალატა

„ჩვენ გვიღალატეს, მე ძალიან სასოწარკვეთილი ვარ“, – ეს განცხადება უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ El Mundo-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ უკვე ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა.
„მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ მოგვცეს შეერთებულმა შტატებმა 1994 წელს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტია ჩვენს მიერ ბირთვულ იარაღზე უარის სანაცვლოდ. დღეს კი უკრაინის აღმოსავლეთში 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და 50 ათასი დაიჭრა, 1,2 მილიონი დევნილად იქცა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა იუშენკომ.
მისი თქმით, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ვალდებულები იყვნენ უკრაინას დახმარებოდნენ.
„აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ძალზე მოკლე მეხსიერება აქვს“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები