რუსეთში ავტომობილების ევაკუაციის ახალი წესები ამოქმედდა
რუსეთში ავტომობილების ევაკუაციის და პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ახალი წესები შედის ძალაში. ამის შესახებ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციის საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ახალი რეგულაციებით, ევაკუატორის მძღოლი ვალდებულია მანქანა პლატფორმიდან ჩამოხსნას, თუ ავტომობილის მძღოლი მის წაყვანამდე გამოჩნდა. თუ ევაკუატორის მძღოლი მანქანის დაბრუნებაზე უარს იტყვის, მას 20 ათასი რუბლის ჯარიმა ემუქრება. 8 აგვისტოდან კი მანქანებს მხოლოდ იმ ადგილებიდან წაიყვანენ, სადაც აწერია „მიმდინარეობს ევაკუაცია“, სხვა შემთხვევებში კი მძღოლებს არასწორი პარკირებისთვის ჯარიმას გამოუწერენ.