ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში უკვე მესამე წელია იმალება

საიტ Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში უკვე მესამე წელია იმალება. ეს ნაბიჯი მან იმისთვის გადადგა, რომ შვედეთში ექსტრადიცია თავიდან აიცილოს. იქ მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ამ თარიღის აღსანიშნავად, ათობით ადამიანი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ეკვადორის საელჩოსთან შეიკრიბა. ისინი 43 წლის ასანჟის გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.
ასანჟს „სინდისის პატიმარს“ და „კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლს“ უწოდებენ. თავად ასანჟი სექსუალურ ძალადობებში ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ჯულიან ასანჟი შიშობს, რომ შვედეთი მას აშშ-ს გადასცემს, სადაც ჯაშუშობისთვის და სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების არასანქცირებული გამოქვეყნებისთვის 35 წლამდე პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
საიტ Wikileaks-ის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი მთელმა მსოფლიომ 2010 წელს გაიცნო, როდესაც მან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კონფიდენციალური მიმოწერა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები