ლონდონში მგზავრი თვითმფრინავიდან გადმოვარდა
იოჰანესპურგი – ლონდონის რეისის თვითმფრინავიდან მგზავრი გადმოვარდა. მისი ცხედარი რიჩმონდის რაიონში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, დაღუპული თვითმფრინავით უბილეთოდ მგზავრობდა და ავიალაინერის შასის განყოფილებაში იმალებოდა. კიდევ ერთი უბილეთო მგზავრი შასის სალონში უგონო მდგომარეობაში ჰიტროუს აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ აღმოაჩინეს. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანალოგიური ინციდენტი ლონდონში 2012 წელს მოხდა, როდესაც ქალაქში 26 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ის ინგლისში ანგოლადან მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა.