აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა ბოევიკებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 72-ჯერ დაარღვიეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში პრორუსულმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა უკრიანაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 72-ჯერ დაარღვიეს. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, მათ გამოიყენეს 152მმ-იანი ჰაუბიცები და „გრადის“ ტიპის რეაქტიული სისტემები.
ასევე ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, „ბოევიკების“ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს და უკრაინელ სამხედროებს შორის რამდენიმე ბრძოლა გაიმართა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, მარიუპოლის მიდამოებში ბოევიკებმა 120მმ-იანი ნაღმმტყორცნები გამოიყენეს. აქაც უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დივერსიული ჯგუფი გააუვნებელყვეს.