ნოდარ ხადური: სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, “თავისთავად ცხადია, რომ სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება“, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“თავისთავად ცხადია, სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით იმ სახლებში, რომლებსაც სახელმწიფო გადასცემს ამ ადამიანებს, ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან”, – აღნიშნა ხადურმა.
რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა სტიქიის დროს დაზარალებული იმ მანქანების ანაზღაურება, რომლებიც მეპატრონეებს დაზღვეულები არ ჰქონდათ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მას არ სურს ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომლებსაც შემდეგ შესაძლოა, ეკონომიკური საფუძვლები არ ჰქონდეს. “დავითვლით ყველაფერს და მოსახლეობას მივაწვდით და დავპირდებით იმას, რის გაკეთებსაც სახელმწიფო შეძლებს”, – აღნიშნა ხადურმა.