პატრიარქმა “მზიურის” ტერიტორიაზე მომუშავე მოხალისეები დალოცა
აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრიარქი, სასულიერო პირებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
საპატრიარქოს წარმომადგენლები, იმ სასტუმროებში მივიდნენ, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებია.
გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას. განცხადებით, როდესაც მოხდება სტიქიით დაზარალებულთა ზუსტი აღრიცხვა, საპატრიარქო ყველა დაზარალებულს დაეხმარება, ყველა მათგანზე განაწილდება დახმარება, რომელიც საპატრიარქოში გროვდება.
მისივე თქმით, დღეს სტიქიის შედეგად რამდენიმე გარდაცვლილი დაიკირძალება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან უწმინდესი ვარკეთილში, წმინდა გიორგის ტაძარში მიბრძანდება, სადაც ასევე სტიქიის შედეგად გარდაცვლილია დასვენებული.