„დღეს ჩვენი მოქალაქეები თავისუფლების განცდით ცხოვრობენ“

   დღეს ჩვენი მოქალაქეები თავისუფლების განცდით ცხოვრობენ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. წულუკიანის განმარტებით, მას ყველაზე მთავარ რეფორმად სახელმწიფო წნეხისგან საქართველოში ადამიანის განთავისუფლება მიაჩნია.
„წინა წელს ჩვენ არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, მე პირადად ყველაზე მთავარ რეფორმად და ფუძემდებულ სიახლედ ის ცვლილება მიმაჩნია, რომელიც შარშან განხორციელდა და რომელსაც საქართველოში ადამიანის განთავისუფლება ჰქვია სახელმწიფო წნეხისგან და მისთვის თავისუფლების განცდის მინიჭება. დღეს ჩვენი მოქალაქეები თავისუფლების განცდით ცხოვრებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები