RMG Gold-ი გაფიცულთა მუშების მოთხოვნებს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს

  კომპანია “არემჯი გოლდის” ხელმძღვანელობა კაზრეთში გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების ნაწილობრივად დაკმაყოფილებას დათანხმდა, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების შედეგად მიიღებენ.
ოქროს მომპოვებელი საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების პირველი დღე შეთანხმების მიუღწევლად დასრულდა.
პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მედიატორი ჩაერთო. “არემჯი გოლდში” განმარტავენ, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია. მათ შორის სამუშაო პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება და მათი სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები