„APG Georgia“-მ ავიასააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის დანერგვა დაიწყო
„APG Georgia“-მ ავიასააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის, „APG IET“ -ის დანერგვა დაიწყო. „APG“-ის მსოფლიო ქსელი პარტნიორი ავიაკომპანიებისთვის ახალ პროდუქტებს და სერვისებს ქმნის. მსოფლიოს მასშტაბით „APG“-ის პარტნიორი ავიაკომპანიების რიცხვი 390-ს აღწევს, რაც ყოველწლიურად იზრდება. კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ახალი სერვისის – „APG IET“-ს გამოყენებით, ავიასააგენტოები მგზავრებს შესთავაზებენ, მსოფლიოში მოქმედი ყველა ავიაკომპანიის ბილეთის შეძენა საქართველოდან განახორციელონ. პროდუქტის ფარგლებში „APG Georgia“ ავიასააგენტოებს, საქართველოს ოფისის მეშვეობით, ადგილობრივ მხარდაჭერას სთავაზობს. „APG IET“ არის ინტერლაინ ელექტრონული გაბილეთების პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია „Heli Air Monaco“ (YO-747)-სთან პარტნიორობით. ინტერლაინი წარმოადგენს ხელშეკრულებას ავიაკომპანიებს შორის, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს მარშრუტი სხვადასხვა ავიაკომპანიის რამდენიმე სეგმენტზე ერთდროულად დაგეგმოს. „APG IET“-ის პროგრამაში მონაწილეობით ავიასააგენტოებს შესაძლებლობა ეძლევათ „YO-747“ ბლანკზე გამოწერონ 90-ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთი. ეს სერვისი ტურისტული სააგენტოების გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის“, – განაცხადა „APG Georgia“-ს ხელმძღვანელმა ია ხომერიკმა. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ „APG IET“-ის ფარგლებში გაბილეთება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი გლობალური გაყიდვების სისტემიდან, ისე იმ ავიაკომპანიიდან, რომელსაც გლობალური გაყიდვის სისტემა არ გააჩნია. „APG IET“ – პროგრამის ფარგლებში ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია ნებისმიერი საკრედიტო ბარათით, რომელიც მოქმედებს ადგილობრივ ბაზარზე. „APG Georgia 2012“ წელს დაარსდა და მისი მიზანი საქართველოში ავიაბიზნესის განვითარებაა. ჩვენი კომპანია ავიაკომპანიებსა და ავიასააგენტოებს განსაკუთრებულ, ინოვატორულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. „APG“-ი ქმნის პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს მინიმუმამდე დაიყვანოს ადმინისტრაციული ხარჯი ერთ პარტნიორთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ია ხომერიკმა. როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, „APG Georgia“ საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს ისეთი კომპანიების გენერალურ სავაჭრო აგენტს, როგორიცაა – „Heli Air Monaco“, „Egyptair“, „Estonian Air“, „British Airways World Cargo“. ასევე, IBCS-ის პროგრამის ფარგლებში, წარმოადგენს ავიაკომპანიებს – „Utair“, „Arkia Israeli Airlines“, „Air Onix“, „Heli Air Monaco“.