აზერბაიჯანის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის.
“ძალიან დამამწუხრა მიღებულმა შეტყობინებამ თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ.
ჩემი და მთელი აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს და მთელ ქართველ ხალხს, ხოლო დაზარალებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები