სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებენ

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის. სომხეთის პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების გამო.
ქართველს კოლეგას სამძიმარს და თანადგომას უცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. ოვიკ აბრამიანი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში თანადგომა აღუთქვა. აბრამიანმა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა დაავალა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამძიმრისა და დახმარების მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები