მინდია ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბოს

კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბოს. როგორც მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვერეს ხეობაში მდებარე ყველა კომუნიკაცია ექპერტიზას ექვემდებარება.
ჯანელიძე ეჭვობს, რომ მათი გარკვეული ნაწილი სრულად სარეაბილიტაციო იქნება, რაც დამატებით თანხებს მოითხოვს.
“ზოოპარკის ტერიტორია გაყოფილია ორ ზოლად. პირველ ნაწილში მიმდინარეობს აქტიური აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები, მეორე ნაწილს კი მაშველები და სპეციალისტები გასაწმენდად ამზადებენ“,-განუცხადა ჟურნალისტებს მინდია ჯანელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურებულია ცნობა 12 გარდაცვლილის შესახებ, 23 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები