ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის.
„მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ჩვენ ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც როგორც მოხალისეები, დაზიანებული ქუჩების გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს ლიტველი ხალხი ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს“, -ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები