თელავში გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა გადაკეტეს

თელავში გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა დილიდან გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით რანდენჯერმე გადაკეტეს.
გარემოვაჭრეების პროტესტი პოლიციის მიერ გარევაჭრობის აკრძალვა გახდა.
როგორც ისინი აცხადებენ, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა, რისი აკრძალვის შემთხვევაში ათეულობით ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე დარჩება. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აქციების გამართვას თელავის მერიის წინ გეგმავენ. ბაზრის მიმდებარე ქუჩის გახსნა საპატრულო პოლიციამ რამდენჯერმე სცადა. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებს თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი შეხვდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც გარემოვაჭრეები უარს აცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები