თბილისის მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება

თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.

როგორც „კვირას“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებულ პარამეტრებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემები წყლის ხარისხის შესახებ 09/06/2015. № გამოსაკვლევი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები საზომი ერთეული ნორმატივი, არა უმეტეს სათავო ნაგებობებიდან მიღებული შედეგები არაგვის ხეობა სამგორი ღრმაღელე. 1 ფერიანობა გრადუსი 15 0 0 0 2 სუნი ბალი 2 0 0 0 3 გემო ბალი 2 0 0 0 4 სიმღვრივე მგ/ლ 2 0.81 0.75 0.46.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდით თბილისელებს საშუალება აქვთ, ყოველდღიურად გაეცნონ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებულ პარამეტრებსა და კომპანიის წყალსადენის სათავო ნაგებობებიდან მიღებული სასმელი წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აბონენტს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის ეჭვი ან პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს კომპანიის „ცხელ ხაზს“ ( 2 93 11 11 ) ან ფეისბუქის გვერდს“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები